თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამგორში 108-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა, ნათქვამია სამგორის რაიონის გამგეობის განცხადებაში.
სამგორში მოსწავლეების მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა
© Courtesy of Samgori district administration
სკოლის მოსწავლეების მაკეტის მიხედვით გამგეობის მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია აღნიშნულ სკოლაში გაიმართა.
სამგორში მოსწავლეების მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა
© Courtesy of Samgori district administration
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დაესწრნენ.
სამგორში მოსწავლეების მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა
© Courtesy of Samgori district administration
პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივის X კვარტალში, 23-ე კორპუსის მიმდებარედ გაშენდება.
სამგორში მოსწავლეების მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა
© Courtesy of Samgori district administration
სკვერი 3.200 კვ. მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
სამგორში მოსწავლეების მაკეტის მიხედვით სკვერი მოეწყობა
© Courtesy of Samgori district administration
სკვერში დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.