თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ზაგრებში ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი მაგომედხან მაგომედოვი ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
ამავე დღეს მესამე ადგილისთვის იბრძოდა ედემი ბოლქვაძე (65 კგ), რომელმაც რუმინელ შტეფან კომანს სძლია და ბრინჯაოს მედალი აიღო.
ოთხშაბათს ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის საქართველოს ოთხი წარმომადგენელი იბრძოლებს: გენო პეტრიაშვილი, შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს. შეჯიბრება თავისუფალი სტილით ჭიდაობით დაიწყო, შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. პირველობა 23 აპრილამდე გაგრძელდება.