სამეგრელოში სახლის აივანი ჩამოინგრა

ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაშავდა.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქალაქ ჯვარში (სამეგრელო) საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა, სადაც იმ მომენტში 50 წლის ქალი იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი".
ჩამონგრევის შედეგად ქალი ქვედა სართულის აივანზე ჩავარდა. მძიმე მოტეხილობებით ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები უტარდება.
არსებული ინფორმაციით, მეტი არავინ დაშავებულა.