რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შეზღუდვები შეეხება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიას.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რუსთაველის გამზირის ტერიტორიის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო 20 აპრილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.
წყარო - თბილისის მერიის პრესსამსახური.