მზის დაბნელება 20 აპრილს - უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც ადამიანებზე დიდ გავლენას მოახდენს

მზის დაბნელებას ბევრი ვერ დაინახავს, მაგრამ მის გავლენას ყველა იგრძნობს, მით უფრო, რომ წელს ის უჩვეულო – ჰიბრიდული დაბნელება იქნება.
Sputnik
მზის დაბნელება 2023 წლის 20 აპრილს თბილისის დროით 08:17 საათზე მოხდება. ის კარგად გამოჩნდება ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ავსტრალიიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან, ინდონეზიიდან და წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილიდან.
მაგრამ ისინიც, ვინც ვერ დაინახავს მზის დაბნელებას, მის გავლენას იგრძნობენ, მით უფრო, რომ წელს ის უჩვეულო – ჰიბრიდული დაბნელება იქნება.
ჰიბრიდული ეწოდება იმიტომ, რომ მთვარე დედამიწისგან საკმაოდ მოშორებით იმყოფება და მზეს სრულად ვერ დაფარავს, მხოლოდ წრიულ რკალს დატოვებს მუქი დისკოს ირგვლივ. დაბნელების სრული ფაზა 76 წამს გაგრძელდება.
ეს დღე კიდევ აღსანიშნავია იმით, რომ არის ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში.
ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რომელია ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს და რატომ
ასტროლოგიისა და ეზოთერიკის კუთხით მზის დაბნელება ძალზე საშიში და დაძაბული პერიოდია. ასეთ დღეებში შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, სხვადასხვა სახის ემოციური რეაქციები, განწყობის ხშირი ცვლა, გაუგებარი განგაშის, შიშის გრძნობა, ნერვოზულობა, აგრესიულობა, ქრონიკული ფსიქიკური დაავადებების გამწვავება.
დაბნელება დადებითადაც მოქმედებს ადამიანზე – მძაფრდება ალღო, ინტუიცია, ჩნდება ახალი ცოდნის მიღების სურვილი, ინტერესი შემოქმედების მიმართ, ხდება ღირებულებების გადაფასება.
მზის დაბნელების გავლენა
მზის დაბნელების დროს ცხოველები მოუსვენრად არიან, ჩიტები აღარ ჭიკჭიკებენ და თავიანთ ბუდეებში იმალებიან.
ადამიანებს შორის მკვეთრად იზრდება ჩხუბისა და კონფლიქტების რაოდენობა.
ბევრს იპყრობს განგაშის გრძნობა, შფოთვა უმიზეზოდაც კი, ვარდება დეპრესიულ მდგომარეობაში.
ადამიანებმა, რომლებიც ადვილად ვარდებიან ისტერიკაში, ბრაზდებიან და მრისხანე ხდებიან, თავი ხელში ჩვეულებრივზე მეტად უნდა აიყვანონ. ვინც მშვიდია, მასაც მართებს სტრესული ვითარებებისთვის გვერდის ავლა, რათა ემოციებმა არ იფეთქოს.
ეს ასტრონომიული პერიოდი მძიმედ გადააქვთ ქალებს, გრძნობენ ძალების გამოფიტვას, სისუსტეს. როგორც ჩანს, ეს რეაქციაა მზის აქტივობის არარსებობაზე.
ადამიანებმა უნდა გააკონტროლონ არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.
ამასთან, ჰიბრიდული დაბნელება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მძლავრი პროცესების დაწყებას უწყობს ხელს. ესაა ახალი შესაძლებლობების, ცვლილებებისა და უკეთესობისკენ სწრაფვის დრო.
რისი გაკეთება არ შეიძლება 2023 წლის 20 აპრილს, მზის დაბნელების დღეს
არ შეიძლება დაბნელების ყურება
არ ღირს ახალი სამსახურის, ახალი სამუშაო პროექტების დაწყება.
არ აიღოთ ვალი, არ გააფორმოთ კრედიტები.
გადადეთ სამედიცინო ოპერაციები.
არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
არ მიიღოთ ალკოჰოლი, შეძლებისდაგვარად არ მოწიოთ.
არ ჭამოთ ზედმეტი, სასურველია უარი თქვათ ხორცზე და ნახევარფაბრიკატებზე.
მზის დაბნელება დაბნელებების დერეფანს ხსნის, რომელიც 5 მაისს მთვარის დაბნელებით დამთავრდება.
დაბნელებების დერეფანი - ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება მოაქვს.
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
დერეფნის გავლენა პირველ დაბნელებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მეორე დაბნელებიდან ერთ კვირაში მთავრდება. განსაკუთრებით საშიში პერიოდია სამი დღე დაბნელებამდე და დაბნელების შემდეგ.
დაბნელებების დერეფანი 2023 წელს 20 აპრილს მზის დაბნელებით დაიწყება და 5 მაისს მთვარის დაბნელებით დამთავრდება. დაბნელებები თავისთავად ცუდს არაფერს გვიქადის, თუ მარტივ რეკომენდაციებს დავიცავთ.
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>
დაბნელებების დერეფნის პერიოდს დადებითი მომენტებიც აქვს, მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, ურთიერთობებში ახალი ფერები შეიტანოთ, შესაძლებელია ურთიერთობების აღდგენა ან ახლის დაწყება, ახალი ბიზნეს-პროექტების ორგანიზება და ახალი კონტაქტების გაჩენა.
დაბნელებების შემდეგი დერეფანი 14–28 ოქტომბრის პერიოდში იქნება.