დიდი ავარია თბილისის შემოგარენში: თვითმხილველის ვიდეო

მძღოლების უყურადღებობა და სიჩქარის ხშირი გადაჭარბება თბილისში მომხდარი ავარიების ძირითადი მიზეზია
Sputnik
ვარკეთილში კალოუბნის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ორივე ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინა დღეს ამავე ქუჩაზე ავტომობილმა სკოლის მოსწავლე გოგონას სიცოცხლე შეიწირა.