ვარკეთილში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა: გოგონა ადგილზე დაიღუპა

ავტომობილი ავარდა ტროტუარზე და ჯერ ხეს, შემდეგ კი იქვე მდგომ მოზარდს დაეჯახა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ავტომობილი მოზარდ გოგონას დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ავტომობილი ავარდა ტროტუარზე და ჯერ ხეს, შემდეგ კი იქვე მდგომ მოზარდს დაეჯახა.
გოგონა ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა დამნაშავის დასაკავებლად.