გზების მუდმივი რემონტი თბილისში

თბილისში კვლავ ცენტრალურ გზებს არემონეტებენ. ქალაქის მერია განაგრძობს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის გეგმის განხორციელებას. მართალია, ბევრს დისკომფორტი ექმნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.
Sputnik
„საცობები“ ქალაქის ცენტრში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. „გაჭედვას“, მათ შორის, გზის საფარის ან მიწისქვეშა მილების ცვლა იწვევს. ამჟამად დედაქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ქალაქის მკვიდრებში უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ მოთმენის გარდა სხვა გზა არ არის.