თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის 20 მაისს პოპულარული ბელგიური მუსიკალური პროექტი Konoba კონცერტს გამართავს თბილისის Mono Hall-ში, იუწყებიან კონცერტის ორგანიზატორები.
„Konoba ალტერნატიული და ინდი მუსიკის ბელგიური პროექტია, რომელიც 2017 წლიდან გამოჩნდა დიდ სცენაზე პირველი ალბომით Smoke & Mirrors და სინგლით On Our Knees, რომელსაც 70 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზე“, — ნათქვამია ორგანიზატორთა წარდგინებაში.
მათი თქმით, Konoba-მ გამოსვლები პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ 2022 წელს განაახლა. 2023 წელს ის ერთ-ერთ ბოლო მსოფლიო ტურნეს მართავს, რის შემდეგაც პაუზას აიღებს მუსიკალურ კარიერაში.
Konoba-სთა ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება პოპულარული ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის სოლისტი და ერთ-ერთი მთავარი წევრი ტატო რუსიაც.
ბილეთების შეძენა სესაძლებელია საიტზე: http://tkt.ge/Konoba
მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.
ვიპპილეთების რაოდენობა, რომელიც 70 ლარი ღირს, შეზღუდულია.