თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველაძემ, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატში 40 ქვეყნიდან 289 სპორტსმენი მონაწილეობს.
მიშველიძემ ატაცში 136 კგ აწია და ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში 162 კგ აწია და ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო ორჭიდის ჯამში 298 კგ–ის აწევით ოქროს მედალი მოიგო.
მანამდე, კვირას, საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი რამინ შამილიშვილმა მოუტანა (55 კგ).
ევროპისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამოსვლა ჩემპიონატის ბოლოს დღეს, 23 აპრილს გაიმართება.