თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ერევანში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატში 40 ქვეყნიდან 289 სპორტსმენი მონაწილეობს.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 113 კგ დაძლია. ეს საუკეთესო შედეგი იყო სპორტსმენებს შორის. მან ამ შედეგით მცირე ოქროს მედალი დაიმსახურა. აკვრაში მან136 კგ აწია და ბრინჯაოს მედალი აიღო. ორჭიდის ჯამში მისი შედეგია 249 კგ და შედეგად შამილიშვილი ვერცხლის მფლობელი გახდა.
კვირას, საღამოს კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს – შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე.
ევროპისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამოსვლა ჩემპიონატის ბოლოს დღეს, 23 აპრილს გაიმართება.