წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა სასწაულია, რომელიც მაცხოვრის საფლავზე ყოველ წელს ხდება
ცეცხლი ლიტანიობას გარდამოდის
ღვთისმსახურებას იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ გადასცა ბერძნული ეკლესიისა და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს
პატრიარქი სამჯერ შემოუვლის მაცხობვრის საფლავზე აშენებულ სამლოცველოს, რომელიც ტაძრის ცენტრშია აღმართული
შემდეგ შიგნით შედის და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისათვის ლოცულობს
ქრისტიან მლოცველებს ხელში უჭირავთ სანთლები
წმინდა ცეცხლი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის არამიწიერი სინათლის სიმბოლოა
ცეცხლის გამოჩენას მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს მართლმადიდებელი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ათასობით მომლოცველის ლოცვით, მიუხედავად კანონზომიერებისა, ეწოდება "წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული"
წმინდა ცეცხლი საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოიტანეს და მიიტანეს საპატრიარქოში, საიდანაც გავრცელდა მთელი ქვეყნის ტაძრებში