თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატის პირველ წრეში ქართულმა გუნდმა დამაჯერებლად მოუგო ისლანდიის ძლიერ გუნდს ანგარიშით 4:1 (2:0 1:1 1:0).
საქართველოს ნაკრების მატჩები განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
17 აპრილი, 18:00 ისრაელი – საქართველო
19 აპრილი, 21:30 ესპანეთი – საქართველო
21 აპეილი, 18:00 საქართველო – ხორვატია
22 აპრილი, 14:30 ავსტრალია – საქართველო.
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეიკიავიკში მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, სადაც მონაწილეობდნენ ისლანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, საქართველოსა და მექსიკის ნაკრებები, ქართულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ საქართველომ მოუგო ბელგიას, ბულგარეთსა და მექსიკას, წააგო ისლანდიასთან. პირველ ადგილზე ისლანდია გავიდა.
ქართული ჰოკეის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 2014 წელს მონაწილეობდა (მესამე დივიზიონში), სადაც ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა.