საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას აღნიშნავს - ფოტო

მართლმადიდებელი მორწმუნეები წელს აღდგომას 16 აპრილს აღნიშNავენ. ქართველებისათვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია, მის შესახვედრად ყველა სათანადოდ ემზადება
Sputnik
1 / 12

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

2 / 12

ყოველ წელს აღდგომის წინა ღამეს იწყება ღვთისმსახურება, რომელიც დილამდე აღევლინება

3 / 12

აღდგომა ყოველ წელს გაზაფხულზე აღინიშნება, თუმცა მას კონკრეტული თარიღი არ აქვს - დღესასწაულის თარიღი სპეციალური საეკლესიო კალენდრის მიხედვით დგინდება

4 / 12

წელს აღდგომის დღესასწაული 16 აპრილს მოუწია

5 / 12

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის

6 / 12

აღდგომა არის პატივის მიგება იესო ქრისტეს მიერ ცოდვების გამოსყიდვისათვის გაღებული მსხვერპლისადმი, მისი ჯვარცმისა და სასწაულებრივი აღდგომისადმი

7 / 12

აღდგომისათვის ქრისტიანები განსაკუთრებულად ემზადებიან, 48 დღის განმავლობაში იცავენ დიდ მარხვას

8 / 12

საქართველოში აღდგომა გამორჩეული დღესასწაულია

9 / 12

დღესასწაულს ქართველები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ეკლესიებში ათობით ათასი ადამიანი მიდის, მათ შორის მთავრობის ხელმძღვანელობაც

10 / 12

აღდგომას ქართველები ერთმანეთს ასე მიმართავენ: „ქრისტე აღდგა!“, პასუხად კი ღებულობენ „ჭეშმარიტად აღდგა!“

11 / 12

პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველო აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ისაუბრა რწმენის, მშვიდობისა და ქრისტიანობის მნიშვნელობაზე

12 / 12

საკუთარ მილოცვაში მან ხაზი გაუსვა საზოგადოებაში ათეიზმის საკითხს. პატრიარქმა განაცხადა, რომ ქრისტიანები რთულ გზაზე მიდიან, რომელთაც ბოროტი ხაფანგებს უგებს, რათა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს