ინციდენტი თბილისის მეტროში: მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ, რომელსაც დროულად გადასცეს სიგნალი, მოახერხა მატარებლის გაჩერება.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მამაკაცი მატარებლების ლიანდაგზე ჩავარდა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
შემთხვევა კვირას, დილით, მეტროს სადგურ „რუსთაველზე" მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი მგზავრებმა ამოიყვანეს და მას შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.
კომპანიის ცნობით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.