თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სუდანში შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 596-ს აღწევს, იუწყება РИА новости უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.
გაეროს უშიშროების საბჭო სუდანში შექმნილ ვითარებას 17 აპრილს განიხილავს. რუსეთმა კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 აპრილს მოხდა. გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებმა“ ხართუმის ცალკეულ რაიონებში ქვეყნის არმიას შეუტია - არმიამ საპასუხო დარტყმა განახორციელა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, „სწრაფი რეაგირების ძალებმა" ხართუმისა და მეროვის აეროპორტებზე კონტროლი დაამყარეს. ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.