უცხოელი ვიზიტორები საქართველოში: პირველი კვარტლის მონაცემები

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,208,462 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემების 109.6%-ით ზრდაზე მიანიშნებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ახალი მაჩვენებლების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების პანდემიამდელი პერიოდის მონაცემები 74.7%-ითაა აღდგენილი.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდატურისტული ვიზიტების ნაწილში. წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 ტურისტი ჩამოვიდა, რითაც 2019 წლის მონაცემი 95.8%-ით აღდგა, ხოლო 2022 წელთან შედარებით მატებამ +83.8% შეადგინა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ვიზიტორი 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს რუსეთიდან ეწვია — 256,8 ათასი მოქალაქე, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 3,5-ჯერ აღემატება.
მეორე ადგილზეა თურქეთი — 256,8 ათასი ვიზიტორით, მატება 108,5%;
მესამეზე სომხეთი — 182,5 ათასი ვიზიტორით, მატება 209,6%;
მეოთხეზე ისრაელი — 44,8 ათასი ვიზიტორით, მატება 52,7%;
მეხუთეზე აზერბაიჯანი — 40,4 ათასი ვიზიტორით, მატება 37,5%.
ამასთან აღინიშნება, რომ უცხოელი ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო გზით შემოდის — 67%, საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა კი 32,1%-ს შეადგენს.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია