ბუქარესტის მიერ Lockheed Martin-ის კორპორაციის F-35 Lightning II-ის შეძენა არის მზადება რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსებისთვის, რაც შავი ზღვის რეგიონსა და მოსაზღვრე მოლდოვას ახალ საფრთხეებს შეუქმნის.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ 11 აპრილს მოიწონა ძნელად ხილვადი გამანადგურებელი-ბომბდამშენების F-35-ის შეძენა „ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად“. საბჭომ შეშფოთება გამოხატა „მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიულ პროცესში გარეშე ჩარევის“ გამო, რაზედაც პირდაპირაა დამოკიდებული რუმინეთის უსაფრთხოება. ასეთი ზრუნვა მოლდოვას მოქალაქეებს და სხვა მეზობლებს კარგს არაფერს ჰპირდება.
F-35-ის შეიარაღების კომპლექსი შეიცავს „ჰაერი-ჰაერი“ რაკეტებსაც, თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა „ელვის“ მთავარი დანიშნულება არ არის. გამანადგურებელი-ბომბდამშენი შექმნილია თერმობირთვული ბომბების B61-ის შეუმჩნევლად გადასატანად და მომავალში F-35 შეცვლის ნატოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ძირითად მატარებელს - F-16-ს. ბუქარესტმა ისტორიული შეცდომა დაუშვა.
ამერიკულ F-35-ს აქვს ასობით კონსტრუქციული ნაკლი და „მიუღებელი“ მახასიათებლები. დღემდე არ არის მოწონებული პენტაგონის მიერ მასობრივი წარმოებისთვის. „ელვის“ მხოლოდ 30 პროცენტია გამოსადეგი საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. და მაინც, ამერიკელები ცდილობენ, 2030 წლისთვის მოაგვარონ F-35-ის ტექნიკური პრობლემები, სინქრონულად - გააფართოვონ შეთანხმებები ნატოს წევრებთან ერთად ბირთვული იარაღის ერთობლივად გამოყენების შესახებ.
გამოცემა The Diplomat აღნიშნავს, რომ ეს პარალელური პროცესები გამოიწვევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას და იქ განლაგებული F-35 გამანადგურებლები მიიღებენ რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტებზე ღრმა იერიშების ოპციას. საკუთრივ, ამისთვის გადადიან რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები F-35 ბომბდამშენებზე. ამას მოჰყვება რუსეთის ასიმეტრიული რეაგირება, მოსაზღვრე ქვეყნებში უსაფრთხოების შემცირება, მრავალწლიანი რეგიონული ტურბულენტობა და რუმინეთში ბირთვული აპოკალიფსისის მზარდი ალბათობა.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოს არ დაუზუსტებია შესაძენი შეიარაღების რაოდენობა, ვადა და ღირებულება, თუმცა დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ანალოგიით საუბარი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ათობით გამანადგურებელ-ბომბდამშენზე.
ადრე რუმინეთმა გააფორმა კონტრაქტი ნორვეგიასთან 300 მლნ დოლარად 32 გამოყენებული გამანადგურებლის F16-ის შეძენაზე და ისრაელთან - 300 მლნ დოლარად 18 უპილოტო საფრენი აპარატის შეძენაზე. უმიზეზოდ არ გაუზრდია ბუქარესტს 2023 წლის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 2-დან 2,5 პროცენტამდე. ასეთი გადაწყვეტილების ადეკვატურობა ნათელი არ არის, რუმინეთის მზარდი საგარეო ვალი ხომ დაახლოებით 270 მლრდ დოლარს შეადგენს.
ჭეშმარიტება ომშია
რაც უფრო გვიან მიიღებს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ახალ „ელვას“, მით ნაკლებ პრობლემას გადააწყდება. გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35 მრავალი წელია სკანდალებისა და კატასტროფების ეპიცენტრშია. პენტაგონს არაერთხელ განუცხადებია, რომ 158 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი ნაკლებსაიმედოა.
დღეს „ელვას“ სჭირდება ახალი, უფრო მძლავრი ძრავა, რომელიც არ აქვს. თუმცა ძველითაც ზებგერითი სიჩქარის მიღწევის შემთხვევაში იბზარება კორპუსი. F-35 -ის კრეისერული სიჩქარე 850 კმ/სთ-ია. საბრძოლო რადიუსი - 1000 კმ. საბრძოლო ტვირთამწეობა - 9 ტონა.
ჰიპოთეტურად ჰაკერებს შეუძლიათ ALIS ქსელის გამორთვა, ბორტკომპიუტერებიდან საიდუმლო მონაცემების მოპარვა, F-35-ის „გამოთიშვა“. ხოლო მანქანამ ბირთვული ბომბები შეიძლება საკუთარ ან მოკავშირე ჯარებსაც დაუშინოს. რომ არაფერი ითქვას მფრინავისთვის ჟანგბადის გამოთიშვაზე - ასე იაპონიაში რვაჯერ მოხდა.
პროექტი F-35 ითვალისწინებს ნატოს პრაქტიკულად ყველა საავიაციო საბრძოლო მასალის გამოყენებას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად. და მაინც მრავალი წლის განმავლობაში F-35-ს არცერთხელ არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. ერთეული იერიშები ავღანელ თალიბებზე და ერაყელი ჯიჰადისტების საწყობებზე არ ითვლება. რუმინეთს შეიძლება მივულოცოთ, მოლდოვას კი - თანავუგრძნოთ.
გამოცემა Foreign Affairs მიიჩნევს, რომ უკრაინაში ნატოს საბრძოლო მასალის უკმარისობა „ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმისა, რომ ამერიკის თავდაცვითი მრეწველობის ბაზას პრობლემები აქვს“. ამერიკამ დიდი ხანია, დაკარგა ტექნოლოგიური უპირატესობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე