მარტივი და უგემრიელესი: პასკის ვიდეორეცეპტი ნათია მონტგომერისგან

Sputnik
კულინარმა ნათია მონტგომერიმ „Sputnik–საქართველოს“ გემრიელი სააღდგომო პასკის მარტივი რეცეპტი გაუზიარა.
საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
160 გრამი რძე,
15 გრამი ფხვიერი საფუარი,
200 გრამი ფქვილი.
მოზილეთ ამ ინგრედიენტებით ცომი და დადგით 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.
პასკის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გრამი ფქვილი,
500 გრამი შაქარი,
2 ჩ/კ მარილი,
1 ლიმონის ცედრა,
6 ცალი მთლიანი კვერცხი,
4 ცალი კვერცხის გული,
200 გრამი დარბილებული კარაქი,
200 გრამი ქიშმიში,
¼ ჩ/კ ჯავზი (მუსკატის კაკალი),
½ ჩ/კ ილი (კარდამონი).

მომზადების წესი

მოზილეთ ცომი ფქვილით, მარილით, შაქრით, ლიმონის ცედრით. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხი (ოთახის ტემპერატურისა).
შემდეგ მასაში ჩაუშვით ცომის ხაში - მთლიანად. თქვიფეთ 2 წუთი, რომ გლუტენი განვითარდეს და ცომი წელვადი გახდეს.
დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ჯავზი და ილი და დადგით თბილ ადგილზე 30 წუთით.
ამის შემდეგ ცომი მოათავსეთ ფორმებში ისე, რომ მისი 1/3 შეავსოს, და დადგით ასაფუებლად 2 საათით.
შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ნიგოზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!