მართლმადიდებელი მორწმუნეები წელს აღდგომას 16 აპრილს აღნიშნავენ. ქართველებისთვის ეს განსაკუთრებული დღესასწაულია, ყველა ოჯახი ემზადება მასთან შესახვედრად. წითელ პარასკევს იღებება კვერცხები, ზოგი პასკებს აცხობს. ბევრი მორწმუნე მიდის სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე ეკლესიებში. ორშაბათს კი წინაპრებისა და გარდაცვლილი ახლობლებისთვის პატივის მისაგებად სასაფლაოებზე წავლენ.