საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბინის ქურდობის მცდელობისთვის ესპანეთიდან დეპორტაცია ელის

დაკავებულებს ესპანეთის დასატოვებლად ორი კვირა მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს ოთხ მოქალაქეს ესპანეთიდან დეპორტაცია ემუქრება ქალაქ დელისიასში ბინის ქურდობის მცდელობისთვის, იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები 9 აპრილს დააკავეს. სასამართლომ დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება ოთხივეს დეპორტაციის შესახებ და მათ ქვეყანაში შესვლა რვა წლით აეკრძალა.
დაკავებულებს ესპანეთის დასატოვებლად ორი კვირა მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარეს. მათ ბინიდან ვერაფერი წაიღეს, რადგან სახლის პატრონმა ხმაური გაიგონა და პოლიცია თავად გამოიძახა.