საგარეჯოში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

მუნიციპალიტეტში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და საცხოვრებელი სახლები.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა შვიდი სოფელი დააზარალა, ნათქვამია საგარეჯოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტიქიის შედეგად სოფლებში დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, შიბლიანში, კაკაბეთში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქარიშხალმა მოგლიჯა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
სტიქიის მიერ მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის აღრიცხვა სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო.