ზახაროვა: დასავლურმა „ტროიკამ“ საგნობრივი დებატები ჩაშალა

Sputnik
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც იარაღის უკონტროლო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, პოლიტიკურ დემაგოგიამდე დაიყვანეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
რუსი დიპლომატის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობას და გაეროს სხვა წევრი ქვეყნების დელეგაციებს არსებითი დისკუსიის გამართვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ აღნიშნულმა ქვეყნებმა ის „უპასუხისმგებლო პოლიტიკურ დემაგოგიად აქციეს“ რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით.

„სინანულით უნდა განვაცხადოთ, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების დასავლური „ტროიკის“ მხრიდან კვლავ განხორციელდა ანტირუსული თავდასხმები და ფართო ბრალდებები უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის შესახებ. <...> ამრიგად, უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობისა და გაეროს სხვა წევრი ქვეყნების დელეგაციების კონსტრუქციული განწყობის საწინააღმდეგოდ, რომლებიც დისკუსიას შეუერთდნენ, საგნობრივი და სრულიად პროფესიონალური საუბარი უპასუხისმგებლო პოლიტიკურ დემაგოგიამდე იქნა დაყვანილი — რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების შემდგომი დისკრედიტაციის მიზნით, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ „კოლექტიური დასავლეთის“ ნეოკოლონიალურ ამბიციებს“, — დაწერა ზახაროვამ.

მანამდე გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს პირველი ცენტრალური ღონისძიება გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარე რუსეთი 1 აპრილს გახდა. გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ყოველთვიურად იცვლება ანბანური თანმიმდევრობით.