თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, გამოვლენილ ფაქტებზე ბრალდებულის სახით 39 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათგან 18 პირი დააკავეს.
საანგარიშო პერიოდში ჯამში 36.180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 177 ათას ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.