თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვები, თითქოს მათ არაფერი იციან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე (UOC) თავდასხმების შესახებ, იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს მომხდარზე რეაგირება არ სურს, წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-არხზე.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა, „რია ნოვოსტის“ თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა მოსკოვის საპატრიაროს დაქვემდებარებულ ობიექტებსა და მრევლზე მომხდარ თავდასხმებზე, განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„ვერ ხედავენ, არ ესმით, ვერ ამჩნევენ. დამეთანხმებით, ამას მოხერხება უნდა – თვეები გაუძლო, რომ ცინცხალი გაოცება შეინარჩუნო. „ლავრის მიტაცება? სად?! კანონიკური ეკლესიის დევნა? რას ამბობთ?! ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დარღვევა უკრაინაში?! პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამაზე არაფერი გვსმენია“, — წერს ზახაროვა.
მანამდე UOC-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრეები კვლავ ცდილობენ ქალაქ კამიანეც-პოდოლსკის ტაძრის ძალით ხელში ჩაგდებას. რუსეთის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მრევლის ერთ-ერთი წარმომადგენელი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას უბიძგეს და დააშავეს.