ხაჭოს პასკა: დეტალური ვიდეორეცეპტი ნათია მონტგომერისგან

Sputnik
„Sputnik-საქართველო" სააღდგომოდ პასკის სრულიად განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ.
იხილეთ ნათია მონტგომერის ვიდეოგაკვეთილი, თუ როგორ მზადდება ხაჭოს პასკა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ხაჭო — 500 გრამი;
კარაქი — 180 გრამი;
არაჟანი — 150 გრამი;
თაფლი — 3 ს/კ;
შაქარი — 50 გრამი;
მოხალული ნიგოზი — 1/4 ჩ/ჭ;
ქიშმიში — 1/4 ჩ/ჭ;
გარგარის ჩირი — 10 ცალი;
ნახევარი ფორთოხლის ცედრა;
ნახევარი ლიმონის ცედრა;
ერთი ლაიმის ცედრა;
ვანილი ან ვანილინი;
ფსტა — 100 გრამი;
დაშაქრული ვარდის ფურცლები და მარილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

მიქსერში ჩაყარეთ კარაქი და შაქარი, დაამატეთ თაფლი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შემდეგ დაამატეთ არაჟანი და ხაჭო და კვლავ ათქვიფეთ.
ჩაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, გარგარის დაჭრილი ჩირი, ლაიმის ცედრა, ვანილი ან ვანილინი და კარგად აურიეთ.
საწური ჩადგით ჯამში, ჩააფინეთ მარლა და ჩაასხით მომზადებული მასა. ზემოდანაც მარლა გადააფარეთ, შემდეგ დაადგით ზემოდან სიმძიმე, რათა კარგად გაიწუროს.
როცა ცომი გამზადდება, შედგით მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.
მეორე დღეს გაწურული მასა გადმოიღეთ თეფშზე, მოაცილეთ მარლა და ზემოდან მოაყარეთ ფსტა, ლაიმის ცედრა, ფორთოხლის კანი და გამშრალი ვარდის ფურცლები სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!