მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. მან თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო როლი შექმნა. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსახიობი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან.
გარდა თეატრისა, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ათამ­დე ფილმსა და სერიალში, როგორიცაა „მეტიჩარა“, „უძინართა მზე“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ი", „ყავა და ლუდი“ და ა.შ.