მსოფლიო დღეს

ვაშინგტონმა გერშკოვიჩი „უსამართლოდ დაკავებულად“ ცნო: რას ითვალისწინებს სტატუსი

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის მიერ „უსამართლოდ დაკავებულად" ცნო, იუწყება WSJ.
გამოცემის ცნობით, ეს სტატუსი მძევლის სტატუსს უთანაბრდება და უფლებას აძლევს ვაშინგტონს, გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები გერშკოვიჩის გასათავისუფლებლად.
ამასთან, ამ სტატუსის მინიჭება აფართოვებს სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილებებს მოსკოვზე ზეწოლის, სადაზვერვო მონაცემების მონიტორინგის, დიპლომატიური კოალიციის შექმნისა და საკონსულოებთან რეგულარული წვდომის კუთხით.
ახლა ჟურნალისტის საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებას გადაეცემა, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში ამერიკელ მძევალთა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს.

„მიუხედავად იმისა, რომ [გერშკოვიჩის] საქმე რეკორდული ტემპებით მიიწევდა წინ, ჩვენს მთავრობას თითქმის ორი კვირა დასჭირდა ამ გადაწყვეტილები მისაღებად. <...> მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დაკავება იმის გამო, რომ ის თავის საქმეს აკეთებს, ყოველთვის უსამართლო დაკავებაა“, — ნათქვამია ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველა ძალას იხმარს ჟურნალისტის დასახსნელად, რომელიც რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს 30 მარტს.
წყარო: WSJ