თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისი დანიშნა.
რეისების განრიგი, რომელიც 13-22 აპრილს განხორციელდება:
13 აპრილი
ნატახტარი–ამბროლაური (14:30), ამბროლაური–ნატახტარი (14:30).
14 აპრილი
ნატახტარი–მესტია (10:30), მესტია–ნატახტარი (12:10)
15 აპრილი
ნატახტარი–მესტია (9:30), მესტია–ნატახტარი (11:30)
ნატახტარი–ბათუმი (13:30), ბათუმი–ნატახტარი (15:20)
17 აპრილი
ნატახტარი–ამბროლაური (15:00), ამბროლაური–ნატახტარი (16:30)
18 აპრილი
ნატახტარი–მესტია (13:00), მესტია–ნატახტარი (15:00)
22 აპრილი
ნატახტარი–მესტია (13:30), მესტია–ნატახტარი (15:00)
ნატახტარი–ბათუმი (9:45), ბათუმი–ნატახტარი (11:45).
ნატახტარი–მესტიის მიმართულებით ფრენის ფასი 90 ლარი, ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარი, ხოლო ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით – 125 ლარი იქნება. 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.