თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.