დასავლეთ საქართველოში ერთბაშად ორი ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

ავტოავარიები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა დასავლეთ საქართველოში მომხდარი ავარიების შედეგად, იუწყება „მთავარი არხი“.
კერძოდ, ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე ავარია სამეგრელოში მოხდა. სენაკი–ზუგდიდის მაგისტრალზე, ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის მიკროავტობუსი ხეს დაეჯახა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - „მთავარი არხი“.