ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთ ამერიკაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი" სამხრეთ ამერიკაში კიდევ ოთხ მატჩს გამართავს
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა, სუპერთასის მფლობელმა „შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში მონტევიდეოში Sudamerica Rugby-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის, არგენტინული „დოგოს XV“-ის წინააღმდეგ პირველი თამაში ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 75:19.
ქართველმა მორაგბეებმა მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს - 56:0. საქართველოს ნაკრებიდან გამოირჩეოდნენ მიხეილ გაჩეჩილაძე, თენგიზ ზამთარაძე, ოთარ ლაშხი, თენგიზ პერანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მირიან მოდებაძე და თორნიკე აქუბარდია. რვა ლელო ლუკა მატკავამ გაიტანა.
„შავი ლომის" დარჩენილი მატჩების განრიგი სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში:
14 აპრილი, მონტევიდეო, „შავი ლომი" (საქართველო) – „სელკნემი" (ჩილე),
22 აპრილი, ბუენოს-აირესი, „შავი ლომი" (საქართველო) – „პამპასი" (არგენტინა),
29 აპრილი, მონტევიდეო, „შავი ლომი" (საქართველო) - Sudamerica Rugby XV,
6 მაისი, მონტევიდეო, „შავი ლომი" (საქართველო) – „პენაროლი" (ურუგვაი).