მეთევზეები გაზაფხული თბილისის ზღვაზე - ფოტო

გაზაფხულის დადგომასა და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად თბილისის ზღვაზე მეთევზეები გამოჩნდნენ
Sputnik
თბილისის ზღვა ხელოვნური წყალსაცავია, სადაც არაერთი სახეობის თევზე ბინადრობს. გაზაფხულზე სანაპიროზე უამრავ ადამიანს იხილავთ, რომლებისთვისაც თევზაობა საყვარელი საქმიანობა ან ჰობია.
1 / 15

თბილისის წყალსაცავი ხელოვნურად დააგუბეს 1952 წელს, რათა თბილისის სასმელი წყლის საკუთარი რეზერვუარი ქონოდა

2 / 15

ადრე მის ადგილზე მარილიანი ტბები იყო

3 / 15

წყალსაცავის დაგუბება მდინარე იორის საშუალებით მოხდა

4 / 15

სასმელ წყალთან ერთად თბილისის ზღვაში თევზიც აღმოჩნდა. ლოქო, კობრი, ჯვარცმული კობრი, შამაია, ქორჭილა და კიდევ ბევრი სხვა სახეობა

5 / 15

და სადაც თევზია, იქ არიან მეთევზეებიც

6 / 15

საქართველოში უამრავ ტბაში ბინადრობენ თევზები, მაგრამ თითოეული მათგანი ქალაქიდან დაშორებულია 50 და მეტი კილომეტრით. ხოლო თბილისის ზღვაზე ისვლა ყველასთვის მარტივი და ხელსაყრელია

7 / 15

თბილისის ზღვაზე თევზის ჭერა ნარტივი არაა, საჭიროა ცოდნა და გამოცდილება. წლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ჯიშის თევზების დაჭერაა შესაძლებელი

8 / 15

თითოეული სახეობის ჭერას თავისებური სპეციფიკა აქვს

9 / 15

თითოეულ მეთევზეც კი თევზაობის საკუთარი მეთოდი აქვს

10 / 15

პატარა თევზებს ჭიებისა და პურის საშალებით იჭერენ, თუმცა დიდ თევზებზე სხვა სატყუარაა საჭირო

11 / 15

მეთევზეების უმეტესობა თბილისის ზღვაზე თევზს თავისთვის იჭერს

12 / 15

აქ ძირითადად ისინი იკრიბებიან, ვისთვისაც თევზაობა ჰობია

13 / 15

გასაყიდად თევს ძირითადად მტკვარზე იჭერენ

14 / 15

ამ დროს თბილისის ზღვაზე ყველაზე ხშირად შამაიას და ქორჭილას იჭერენ. ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა კობრიც

15 / 15

მოთმინება და შრომა კარგ შედეგს იღებს, თუმცა მზიან ამინდში უბრალოდ ზღვის პირას ჯდომაც თავისებურად სასიამოვნოა