საქართველოში მორწმუნეები ბზობას აღნიშნავენ - ფოტო

მორწმუნეები ეკლესიებში მიდიან, სადაც ბზობას აღნიშნავენ
Sputnik
მარხვის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი მორწმუნეები ბზობას აღნიშნავენ.
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან მომდინარეობს ქართული დასახელება „ბზობა“).
1 / 11

მორმუწნეები 9 აპრილს ბზობას აღნიშNავენ

2 / 11

ბზობა მართლმადიდებლური ეკლესიის თორმეტიდან ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია

3 / 11

დილიდან ეკლესიებთან იყიდება ბზები, რათა მოგვიანებით მორწმუნეებმა მათი კურთხევა შეძლონ

4 / 11

დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო ღვთისმსახურება

5 / 11

მორმუწნეებისათვის ეს დღე არის ტრადიციაც და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც

6 / 11

ბზობას არ აქვს კონკრეტული თარიღი

7 / 11

მას აღდგომამდე ბოლო კვირას აღნიშნავენ

8 / 11

ამ დღეს ეკლესიებში ბზის ტოტებს აკურთხებენ

9 / 11

საქართველოს საპატრიარქო მრავალი წელია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაანადგურონ ბზა, არამედ გაახარონ და გაამრავლონ, რადგან ის წითელ წიგნშია შესული

10 / 11

ბზობა, ანუ იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა

11 / 11

ორშაბათიდან კი ვნების კვირა იწყება - ბოლო კვირა, რომელიც აღდგომის მოსვლას მოასწავებს