საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანები ბზობას აღნიშნავენ - ვიდეო

დღეს მორწმუნეები აღნიშნავენ ბზობას - მართლმადიდებლური ეკლესიის თორმეტიდან ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს
Sputnik
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.
ამ დღეს მორწმუნეები ეკლესიებში მიდიან და თან მიაქვთ ბზა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავდნენ.
დღესასწაულს საეკლესიო კალენდარში კონკრეტული თარიღი არ აქვს. მას დიდი მარხვის მეექვსე კვირას და აღდგომამდე ბოლო კვირას აღნიშნავენ. 2023 წელს აღდგომა 16 აპრილს იქნება.