გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა: მოძრაობა აკრძალულია

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ზვავსაშიშროების მაღალი დონეა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რაც გახდა საქართველო -რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობის აკრძალვის მიზეზი.
რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.