თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.