თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ისნის რაიონში 6.600 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი თბილისის მერიის მიერ მეტროს სადგურ „ისანთან" დაგეგმილი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებია.
კომპანიის ცნობით, ბუნებრივი აირის გარეშე 9 აპრილის დილის 10 საათიდან დარჩება მეტროს სადგურ „ისანთან" მიმდებარე ქუჩების, მათ შორის, ქეთევან წამებულისა და კახეთის გზატკეცილის მოსახლეობის ნაწილი და კომერციული ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ორშაბათს, 10 აპრილის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 სთ-მდე.