ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც მასმედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.