თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახო ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში უკვე 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
წყარო - პირველი არხი