თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ლეგენდარული კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის ბოლო წლებში ავადმყოფობდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“. იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.
1994 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი, 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.
ხუხაშვილი ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004).
ის დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.