თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისთვის ბრალის წაყენების შემდეგ სასამართლო დატოვა, იტყობინება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.
პოლიტიკოსმა სასამართლოში დაახლოებით ორი საათი დაჰყო. მისმა კორტეჟმა სასამართლოს ტერიტორია მიმდებარე ქუჩებით დატოვა, ხოლო პოლიციამ ექს-პრეზიდენტის კორტეჟის შეუფერხებელი გავლისთვის ზოგიერთი მონაკვეთი გადაკეტა.
CBS-ის ცნობით, ექს-პრეზიდენტმა 34 ბრალდებიდან თავი დამნაშავედ არცერთში არ ცნო.
ტრამპი გახდა პირველი ექს-პრეზიდენტი პატიმრის სტატუსით. შეერთებულ შტატებში აღკვეთის ამ ღონისძიების შერჩევა შეუძლია პროკურატურას ან პოლიციას. ელოდებოდნენ, რომ სასამართლო დაუდგენდა პოლიტიკოსს თავისუფლების შეზღუდვის ხარისხს – მას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ვალდებულებებს დააკისრებდნენ. თავად ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ საღამოსვე ფლორიდაში, საკუთარ მამულში იქნებოდა.