საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის, საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გივი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.
სააგენტოს ინფორმაციით, იგი ამ პოზიციაზე სამინისტროს მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა.
გივი დავითაშვილი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ამ დრომდე ასრულებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.
სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის, საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
გივი დავითაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაციის სფეროში ძირითადი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოა. სააგენტოს ყველა დებულებასა და ნორმატივს საფუძვლად უდევს ისეთი ორგანიზაციების მოქმედი მოთხოვნები და სტანდარტები, როგორებიცაა ICAO, ASTM, EL, API და JIG.