თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სომხურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი თბილისში 5-7 აპრილს გაიმართება, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, საქართველოში ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი ჩამოვა.
აღნიშნულია, რომ სანოსიანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებთან ერთად ერევანსა და თბილისს შორის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავს.