თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. პურის ფასმა საქართველოში, ფქვილზე ფასების შემცირების ფონზე, შეიძლება დაიკლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც ამატებს.
„ასევე საუბარი გვქონდა პურის მწარმოებლებთან და მოლოდინი გვაქვს, რომ მათგანაც შესაბამისად იქნება ასახვა, რადგან ფქვილის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ეს პურის ფასზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობას დადებითი მოლოდინები აქვს, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უკვე შეხვდა მწარმოებელბს.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.