მსოფლიო დღეს

ნავთობზე მსოფლიო ფასები მოულოდნელად გაიზარდა

Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ორშაბათის ვაჭრობაზე ნავთობზე მსოფლიო ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა მოულოდნელად 1 მლნ ბარელით შეამცირეს სადღეღამისო მოპოვებები.
2-3 აპრილის ღამის ვაჭრობაზე WTI-ს მარკის ნავთობზე მაისის ფიუჩერსები 8%-ით გაძვირდა და ერთ ბარელზე 81 დოლარს მიაღწია, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე 85 დოლარს გადააჭარბა ერთ ბარელზე.
ამ ფონზე აშშ-ის საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა თავისი პროგნოზები ჩაასწორა Brent-ის ღირებულებასთან დაკავშირებით. 2023 წლის დეკემბრის პროგნოზი 5 დოლარით გაიზარდა და ერთ ბარელზე 95 დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის დეკემბრის პროგნოზში 3-დოლარიანი კორექტივი შევიდა და ერთ ბარელზე 100 დოლარი შეადგინა.
როგორც კანადის ბანკ RBC Capital markets-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, OPEC+-ის დღევანდელი ნაბიჯი, ისევე, როგორც ოქტომბრის შემცირებები, კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ საუდის არაბეთი და მისი პარტნიორები ისევ განაგრძობენ შემდგომი გაყიდვების შემცირებას. ეს კი კვლავაც გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას.
წყარო: Reuters