გაგარინის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა

ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შევიდა ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. 3 აპრილის 20:00 საათიდან ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი გახდა., ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.
კერძოდ, ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.