თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ფინეთი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი უკვე 4 აპრილს გახდება, იუწყება ფინეთის პრეზიდენტის კანცელარია.
ინფორმაცია უკვე დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.
„ეს იქნება ისტორიული კვირა. ხვალ ჩვენ ბრიუსელის შტაბ-ბინაში ფინეთის დროშას აღვმართავთ და ის ალიანსის წევრი გახდება“, — თქვა ნატოს გენმდივანმა.
აღსანიშნავია, რომ 4-5 აპრილს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, რა დროსაც მოხდება კიდეც ფინეთის ალიანსში გაწევრიანება.
როგორც ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang წერს წყაროებზე დაყრდნობით, ამ დროისათვის ბრიუსელში პროცედურისთვის დაჩქარებული სამზადისი მიმდინარეობს და აუცილებელი დეტალები მუშავდება.