თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ქალს 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით).
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“