საქართველოში 90-იან წლებში მიშენებები საკმაოდ აქტუალური და პოპულარული იყო. სახლის ყიდვის საშუალების არქონის გამო, შენობებზე გარედან კიდევ ერთ ან ორ ოთახს აშენებდნენ. სხვადასხვა უბნებში გამოჩნდა კორპუსის მთელ სიმაღლეზე მიშენებული დამატებითი ოთახები. მათ მხოლოდ სიმყარის კონტროლი ესაჭიროებოდათ.